| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლაცაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი; მოსკოვის სახელმწიფო საფეიქრო ინსტიტუტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ტაშკენტის საფეიქრო კომბინატში - ინჟინერი, გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატში - კადრების განყოფილების გამგე, საამქროს ოსტატი, საქსოვი ფაბრიკის გამგის მოადგილე, კომბინატის მთავარი მექანიკოსი, შემდეგ მთავარი ენერგეტიკოსი, გორის სამრეწველო კომბინატში - მთავარი ინჟინერი, გორის მექანიკური ქარხნის დირექტორი, გორის ადგილმრეწველობის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, გორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი, ქარხანა "გორიხელსაწყო"-ს დირექტორი, პარტიის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, სახალხო დეპუტატთა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე და სხვა. იყო გამოცდილი ინჟინერი და ნიჭიერი ორგანიზატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საიუბილეო მედლები, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელი" (ორჯერ), რესპუბლიკის "დამსახურებული პროპაგანდისტის" წოდება, მრავალი მადლობა თუ დიპლომი, რამდენიმე საავტორო მოწმობა გამოგონებებზე და ა. შ. ღვაწლმოსილი პარტიულ-სამეურნეო მოღვაწე, ინჟინერი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.91-94 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

