| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნადირაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომიჯვარი, კასპის რაიონი. სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. მიღებული აქვს საბრძოლო მედლები. ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. განსაკუთრებით აინტერესებდა არჩეული პროფესიის (იურისპრუდენცია) სფეროში მიმდინარე პროცესები, ახალი საზოგადოებრივი ფორმაციის დამკვიდრების აუცილებლობიდან გამომდინარე საკანონმდებლო პერიპეტიები და საუნივერსიტეტო პროგრამების გარდა, იგი ინტენსიურად სწავლობდა სხვადასხვა სპეციალურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს და ცნობილ იურისტთა სამეცნიერო ნაშრომებს. 1950 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისას, იგი უკვე ითვლებოდა მაღალ დონეზე მომზადებულ იურისტად. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რაიონში (მცხეთა, ახმეტა, ვანი და სხვ.) მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, პროკურორად და ა.შ. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ჩამოაყალიბა კერძო ადვოკატურა და პარალელურად, როგორც იურისკონსულტი, მუშაობდა შავშვების ყოფილ საბჭოთა მეურნეობაში, უსინათლოთა და ყრუთა სასწავლო საწარმოო წამოწყებებში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007.-გვ.110-114
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

