| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თომა მაღაროელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა სოფელ მაღაროს სკოლაში, შემდეგ დაამთავრა სოფელ საცხენისის ორკლასიანი და თბილისის უმაღლესი სასწავლებელი (საოსტატო ინსტიტუტი). ზეპირად იცოდა "ვისრამიანი", "ყარამანიანი", "ქალ-ვაჟიანი" და სხვ. ხელოვნების დიდმა მოყვარულმა თავისით შეისწავლა მხატვრობა, მუსიკა და სხვ. მსახურობდა თბილისის სახაზინო პალატაში, ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში და რკინიგზის ფოსტის ვაგონის უფროს მოხელედ. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს გაფიცვის მოწყობის, პროპაგანდა-აგიტაციისა, არსებული წეს-წყობილების დასამხობად მოწოდებისა და სრულიად რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირში მონაწილეობისათვის 1906 წლის 28 იანვარს მეტეხის ციხეში ჩასვეს, რის გამო შემდეგ სამსახურში აღარ მიიღეს და კერძო ვექილობას მიჰყო ხელი. მონაწილეობდა "ქართული კლუბის" დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ პირველ მამასახლისად აირჩიეს. დიდი ამაგი დასდო ამ კლუბის განვითარებას. 1909-1915 წლებში ხელმძღვანელობდა ავლაბრის სახალხო თეატრს. შეადგინა ამავე თეატრში სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წესდება, იყო ამავე წრის თავმჯდომარე 1911-1915 წლებში. ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, ჩასაბერ საკრავთა ორკესტრი. მართავდა კონცერტებს, ლიტერატურულ წარმოდგენებს და სხვ., რითაც ხალხში შეჰქონდა ეროვნულ-ხალხოსნური თვითშეგნება და ხელოვნების სიყვარული. ასრულებდა რეზონიორთა (ძველებური რომანის ან პიესის პერსონაჟი, რომლის პირითაც ავტორი გამოთქვამს თავის შეხედულებებს ნაწარმოებში აღწერილი ამბების შესახებ და იძლევა დანარჩენი მოქმედი პირების მორალურ დახასიათებას) როლებს და სხვადასხვა გუნდშიც მონაწილეობდა, როგორც მომღერალი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ისევ მიიწვიეს სამსახურში, ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში კავშირის გამგეობის წევრ-მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს, წერდა თანამედროვე საზოგადოებრივი საკითხების შესახებ ("სახალხო საქმე", "Речь", "საქართველო", "თეატრი და ცხოვრება" და სხვ.), ქართულად – თ. მაღაროელისა და რუსულად – Магарский-ს ფსევდონიმებით. რუსულიდან თარგმნა პოტაპენკოს ისტორიული მოთხრობა "ჯვარისა და სარწმუნოებისათვის საქართველოს წარსულიდან". სოციალ-ფედერალისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.85 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

