The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ქილიტაური

თენგიზ ქილიტაური
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1994  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ფიზიკის კათედრის ასისტენტად; 1961 წლიდან - კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1974 წლიდან - ფიზიკის კათედრის გამგე. მიწვეული იყო ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა: კრისტალოგრაფთა კავშირის მე-7 საერთაშორისო კონგრესი; ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საიუბილეო სხდომა; ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის მყარი ტანისა და ნახევარგამტართა ფიზიკის განყოფილების სხდომა; კრისტალოგრაფიული აპარატურის, სინთეტიკური კრისტალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა; კრისტალთა ზრდის თეორიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი და მრავალი სხვა. პედაგოგიურ ინსტიტუტში პირველმა თენგიზ ქილიტაურმა შექმნა ლითონთა ფიზიკის, იმ დროისათვის ერთადერთი ლაბორატორია. ავტორია სამოცზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის: "ფერადი ლითონების კრისტალების ნორმალური და დისლოკაციური ზრდა; "ფერადი ლითონების კრისტალების ზრდის წახნაგების მიკრორელიეფის შესწავლა"; "ფერადი ლითონების კრისტალების ზრდის ფორმები"; "...კრისტალთა ზრდა თხევადი ფაზიდან" და ა. შ. 1982 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ეკონომიკურ ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ, იგი ჯერ ეკონომიკის მართვის და ტექნოლოგიის, ხოლო მოგვიანებით ეკონომიკური ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზირებული სისტემების კათედრის დოცენტია. ნაყოფიერი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი, მადლობა, წოდება, მედალი თუ სამკერდე ნიშანი, რომელთა შორის არის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერადი ლითონის კრისტალთა ნორმალური და დისლოკაციური ზრდის მექანიზმის ექსპერიმენტალური გამოკვლევა", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.136-140


გააზიარე: