| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ქილიტაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ფიზიკის კათედრის ასისტენტად; 1961 წლიდან - კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1974 წლიდან - ფიზიკის კათედრის გამგე. მიწვეული იყო ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა: კრისტალოგრაფთა კავშირის მე-7 საერთაშორისო კონგრესი; ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საიუბილეო სხდომა; ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის მყარი ტანისა და ნახევარგამტართა ფიზიკის განყოფილების სხდომა; კრისტალოგრაფიული აპარატურის, სინთეტიკური კრისტალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა; კრისტალთა ზრდის თეორიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი და მრავალი სხვა. პედაგოგიურ ინსტიტუტში პირველმა თენგიზ ქილიტაურმა შექმნა ლითონთა ფიზიკის, იმ დროისათვის ერთადერთი ლაბორატორია. ავტორია სამოცზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის: "ფერადი ლითონების კრისტალების ნორმალური და დისლოკაციური ზრდა; "ფერადი ლითონების კრისტალების ზრდის წახნაგების მიკრორელიეფის შესწავლა"; "ფერადი ლითონების კრისტალების ზრდის ფორმები"; "...კრისტალთა ზრდა თხევადი ფაზიდან" და ა. შ. 1982 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ეკონომიკურ ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ, იგი ჯერ ეკონომიკის მართვის და ტექნოლოგიის, ხოლო მოგვიანებით ეკონომიკური ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზირებული სისტემების კათედრის დოცენტია. ნაყოფიერი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი, მადლობა, წოდება, მედალი თუ სამკერდე ნიშანი, რომელთა შორის არის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერადი ლითონის კრისტალთა ნორმალური და დისლოკაციური ზრდის მექანიზმის ექსპერიმენტალური გამოკვლევა", დაიცვა 1964 წელს. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.136-140
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

