The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო წკრიალაშვილი

სოსო წკრიალაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსები წკრიალაშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1955
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1993  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შავშვების სასაფლაო, გორის რაიონი
კატეგორია:საქართველოს გმირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შავშვები, გორის რაიონი.

დაამთავრა ქ. წულუკიძის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი. 

ოცი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში ტექნიკოს-ნორმადარად. შემდეგ, თავისი სპეციალობით მუშაობდა "მტკვარწყალმშენის" მექანიზაციის სამმართველოში. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. მან, როგორც ათასობით ახალგაზრდამ ხელში აიღო იარაღი და საბრძოლველად გაეშურა. აირჩია ერთ-ერთი რთული პროფესია - ტანკისტობა და უშუალო ბრძოლებში ჩაბმამდე მომზადება გაიარა გორის სასწავლო სატანკო ნაწილში. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი საომარი ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა აფხაზეთის სოფელ გვარდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. შავშვების საშუალო სკოლას, მიენიჭა იოსებ დიმიტრის ძე წკრიალაშვილის სახელი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-162-165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: