| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო წკრიალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შავშვები, გორის რაიონი. დაამთავრა ქ. წულუკიძის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი. ოცი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში ტექნიკოს-ნორმადარად. შემდეგ, თავისი სპეციალობით მუშაობდა "მტკვარწყალმშენის" მექანიზაციის სამმართველოში. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. მან, როგორც ათასობით ახალგაზრდამ ხელში აიღო იარაღი და საბრძოლველად გაეშურა. აირჩია ერთ-ერთი რთული პროფესია - ტანკისტობა და უშუალო ბრძოლებში ჩაბმამდე მომზადება გაიარა გორის სასწავლო სატანკო ნაწილში. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი საომარი ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა აფხაზეთის სოფელ გვარდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. შავშვების საშუალო სკოლას, მიენიჭა იოსებ დიმიტრის ძე წკრიალაშვილის სახელი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-162-165 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

