| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო ხოჯევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით და იქვე კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. 1938 წლიდან სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში უხერხემლოთა ზოოლოგიის სპეციალობით. ასპირანტურის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1941 წლიდან მუშაობდა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1942 წლიდან დაიკავა დოცენტის თანამდებობას და დაიწყო მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე და პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი მეცნიერული მოღვაწეობა, ძირითადად ეძღვნება საქართველოს მოლუსკების შესწავლას. თანაავტორია მთელი რიგი წიგნებისა, როგორიცაა: "უხერხემლოთა ზოოლოგიის პრაქტიკუმი", "ზოოლოგია. მოკლე კურსი" და სხვა. სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოს უთავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. სხვადასხვა დროს აირჩიეს პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრად, საქალაქო საბჭოს დეპუტატად, აღმასკომის წევრად და ა. შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელები. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-166-168 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

