| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ მელიქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ასპინძა. სწავლობდა თბილისის ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლა-ინტერნატის კლასიკური ჭიდაობის სექციაში. იყო რაიონის სამგზის ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში და ორგზის საქართველოს ჩემპიონი მოზარდთა შორის. 1991 წლის 19 მაისს გაიწვიეს ახლადშექმნილ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. ჩაირიცხა "თეთრი არწივის" სპეცდანიშნულების ბატალიონში. 1992 წელს თებერვალიდან მსახურობდა ტყიბულის მე-17 ბატალიონში. ბატალიონი სამაჩაბლოში შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამო ცხინვალში შევიდა, მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 13 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა, გარდაიცვალა 19 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.300-301
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

