| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ მელიქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ასპინძა. სწავლობდა თბილისის ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლა-ინტერნატის კლასიკური ჭიდაობის სექციაში. იყო რაიონის სამგზის ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში და ორგზის საქართველოს ჩემპიონი მოზარდთა შორის. 1991 წლის 19 მაისს გაიწვიეს ახლადშექმნილ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. ჩაირიცხა "თეთრი არწივის" სპეცდანიშნულების ბატალიონში. 1992 წელს თებერვალიდან მსახურობდა ტყიბულის მე-17 ბატალიონში. ბატალიონი სამაჩაბლოში შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამო ცხინვალში შევიდა, მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 13 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა, გარდაიცვალა 19 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.300-301
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

