The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ მელიქიძე

მალხაზ მელიქიძე
Date of birth:18 February, 1972
Date of death:19 June, 1992  (at 20 years)
Category:Military Person, Hero of Georgia, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ასპინძა.

სწავლობდა თბილისის ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლა-ინტერნატის კლასიკური ჭიდაობის სექციაში. იყო რაიონის სამგზის ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში და ორგზის საქართველოს ჩემპიონი მოზარდთა შორის. 1991 წლის 19 მაისს გაიწვიეს ახლადშექმნილ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. ჩაირიცხა "თეთრი არწივის" სპეცდანიშნულების ბატალიონში. 1992 წელს თებერვალიდან მსახურობდა ტყიბულის მე-17 ბატალიონში. ბატალიონი სამაჩაბლოში შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამო ცხინვალში შევიდა, მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 13 ივნისს  სასიკვდილოდ დაიჭრა, გარდაიცვალა 19 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.300-301


Share: