| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე აბაიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა გორის აგრონომიული ტექნიკუმი 1928 წელს; გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით. რამდენიმე წელი იმუშავა აგროტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაინიშნა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორად. 1939-1944წწ. მუშაობდა გორის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, შემდეგ შავშვების საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად; "გორვაჭრობის" (მაშინდელი "საქვაჭრობის") დირექტორად და ა.შ. მიღებული აქვს მაღალი სამთავრობო ჯილდოები: ორდენები, საპატიო სიგელები და დიპლომები. მრავალჯერ იყო არჩეული საქალაქო თუ სასოფლო საბჭოების დეპუტატად. მისი ძირითადი ასპარეზი იყო პარტიულ-სამეურნეო მოღვაწეობა, სადაც მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.4-6 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

