| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჩხოტუა![]()
Biographyზურაბ ჩხოტუა პირველი პროფესიონალი სამხედრო იყო აფხაზეთში. სამხედრო მოქმედებებში გამოჩენილი სიმამაცისათვის მას თავადის წოდება უბოძეს და სამურზაყანოსა და კოდორის მიდამოებში მიწები გადასცეს. მას დიდი ავტორიტრტი და გავლენა ჰქონდა არა მარტო სამურზაყანოს სამთავროში, არამედ აფხაზეთის ფარგლებს გარეთაც-ჩერქეზეთში, ადიღეში. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, გატაცებული იყო ისტორიით, ლიტერატურით, გეოგრაფიით. საბერიოში ააგო ეკლესია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ მხარის ცხოვრებაში. 1897 წელს ამ ეკლესიასთან გაიხსნა საბერიოს მესამე სკოლა, გაიყვანა გზა საბერიოსა და სამურზაყანოში. გენერალ მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) შვილების აღმზრდელი. სიმონ ჩხოტუას მამა, ზურაბ, გიორგი, ნიკოლოზ, ლეონიდე და ევგენი ჩხოტუების ბაბუა. გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.256
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

