| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით; ქ. გორკის ჩკალოვის სახელობის სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. მისი შრომითი მოღვაწეობა სწორედ ამ სფეროებში წარიმართა. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში და სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო გორის ხის გადამამუშავებელი ქარხნის ჯერ მთავარი ინჟინერი, მერე კი მისი დირექტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო პროპაგანდისტი, შემდეგ პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივანი. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობისთვის არაერთხელ დაიმსახურა ჯილდოები, საპატიო სიგელები და მადლობები. იყო ნიჭიერი სპორტსმენი, წლების განმავლობაში გარკვეული წვლილი შეიტანა ქალაქის სპორტსმენთა წარმატებებში. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-28-30
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

