| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ გოცირიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით; ქ. გორკის ჩკალოვის სახელობის სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. მისი შრომითი მოღვაწეობა სწორედ ამ სფეროებში წარიმართა. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში და სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო გორის ხის გადამამუშავებელი ქარხნის ჯერ მთავარი ინჟინერი, მერე კი მისი დირექტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო პროპაგანდისტი, შემდეგ პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივანი. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობისთვის არაერთხელ დაიმსახურა ჯილდოები, საპატიო სიგელები და მადლობები. იყო ნიჭიერი სპორტსმენი, წლების განმავლობაში გარკვეული წვლილი შეიტანა ქალაქის სპორტსმენთა წარმატებებში. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-28-30
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

