| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოფილე კიკაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გულუხეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სავაჭრო ეკონომიკის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. გორში "გორვაჭრობის" ხელმძღვანელად. იგი ჩამოყალიბდა გამოცდილ სამეურნეო მუშაკად. წარმატებებს მიაღწია რაიკავშირის თავმჯდომარედ მუშაობის დროსაც. ომის წლებში, ურთულეს პერიოდში, იგი ხელმძღვანელობდა სამეურნეო ფრონტის ამა თუ იმ უბანს და წარმატებით გაართვა თავი ხელისუფლების მიერ დასმულ ამოცანებს. ომის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი შრომითი მოღვაწეობა. მუშაობდა კასპის რაიკავშირში, გორის დამზადების სამმართველოში და სხვა. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო: ორდენი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის მედალი, საპატიო სიგელები და დიპლომები, ფულადი პრემიები და მადლობები. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-34-36 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

