The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ კორინთელი

ოთარ კორინთელი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 2002  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1948-1950წწ. მუშაობდა ექიმად სვანეთში. 1951-1953წწ. იყო გორის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. ამ პერიოდში რაიონში გავრცელდა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. იგი, ჯერ კიდევ ინსტიტუტში და შემდეგ სვანეთში ახორციელებს სანიტარულ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, რითაც სასურველ შედეგებსაც აღწევს. 1953 წელს გადაიყვანეს გორის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ. 1964-1973წწ. მუშაობდა რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. 1973 წლიდან დანიშნეს გორის რაიონის და რაისაავადმყოფოს მთავარ ექიმად. მისი მუშაობის პერიოდში გაიხსნა შინდისის 35 საწოლიანი და ტყვიავის 50 საწოლიანი საავადმყოფოები. ამ პერიოდთანაა დაკავშირებული რაიონის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის გახსნა, აგრეთვე სარაიონოთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის (ნარკოლოგიური განყოფილებით), სარაიონათაშორისო ონკოლოგიური დისპანსერის და ცენტრალური სასტერილიზაციო განყოფილების შექმნა, რომელიც რესპუბლიკის მასშტაბით პირველი იყო. გაიარა სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია თერაპიაში, ენდოკრინოლოგიაში, ჯანდაცვის ორგანიზაციაში. 1972 წელს მიენიჭა I კატეგორიის თერაპევტის კვალიფიკაცია. 1987 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა მთავარი ექიმის პოსტიდან და ენდოკრინოლოგიაში გააგრძელა მოღვაწეობა. იყო რესპუბლიკის პერსონალური პენსიონერი. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.43-44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1967 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: