| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კორინთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. 1948-1950წწ. მუშაობდა ექიმად სვანეთში. 1951-1953წწ. იყო გორის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. ამ პერიოდში რაიონში გავრცელდა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. იგი, ჯერ კიდევ ინსტიტუტში და შემდეგ სვანეთში ახორციელებს სანიტარულ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, რითაც სასურველ შედეგებსაც აღწევს. 1953 წელს გადაიყვანეს გორის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ. 1964-1973წწ. მუშაობდა რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. 1973 წლიდან დანიშნეს გორის რაიონის და რაისაავადმყოფოს მთავარ ექიმად. მისი მუშაობის პერიოდში გაიხსნა შინდისის 35 საწოლიანი და ტყვიავის 50 საწოლიანი საავადმყოფოები. ამ პერიოდთანაა დაკავშირებული რაიონის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის გახსნა, აგრეთვე სარაიონოთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის (ნარკოლოგიური განყოფილებით), სარაიონათაშორისო ონკოლოგიური დისპანსერის და ცენტრალური სასტერილიზაციო განყოფილების შექმნა, რომელიც რესპუბლიკის მასშტაბით პირველი იყო. გაიარა სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია თერაპიაში, ენდოკრინოლოგიაში, ჯანდაცვის ორგანიზაციაში. 1972 წელს მიენიჭა I კატეგორიის თერაპევტის კვალიფიკაცია. 1987 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა მთავარი ექიმის პოსტიდან და ენდოკრინოლოგიაში გააგრძელა მოღვაწეობა. იყო რესპუბლიკის პერსონალური პენსიონერი. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.43-44 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

