The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორი სომხიშვილი

ანზორი სომხიშვილი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 1973  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ბიოლოგი, გეოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც წარჩინებულმა და აქტიურმა სტუდენტმა, მთავრობის მოწოდებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და მეგობრებთან ერთად 1957-1958წწ. იმყოფებოდა ცენტრ პეშკოვკაში ყამირი მიწების ასათვისებლად. საუკეთესო სპორტსმენი, ნიჭიერი მოჭადრაკე ხშირად მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში, ამხანაგური შეხვედრები ჰქონდა ცნობილ მოჭადრაკეებთან - მიხეილ ტალთან, ნონა გაფრინდაშვილთან და სხვ. არჩეული იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფკომიტეტის თავჯდომარედ. მისი ინიციატივით 1964 წელს კინდღში, ინსტიტუტის ბაზაზე, გაიხსნა ბანაკი სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის. იგი მუშაობდა გეოლოგია-ბიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად და სტუდენტებს ხელმძღვანელობდა ყირიმში (იალტა), პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში. წლების განმავლობაში მუშაობდა ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. მიღებული ჰქონდა არაერთი მადლობა.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-57-58


გააზიარე: