| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორი სომხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც წარჩინებულმა და აქტიურმა სტუდენტმა, მთავრობის მოწოდებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და მეგობრებთან ერთად 1957-1958წწ. იმყოფებოდა ცენტრ პეშკოვკაში ყამირი მიწების ასათვისებლად. საუკეთესო სპორტსმენი, ნიჭიერი მოჭადრაკე ხშირად მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში, ამხანაგური შეხვედრები ჰქონდა ცნობილ მოჭადრაკეებთან - მიხეილ ტალთან, ნონა გაფრინდაშვილთან და სხვ. არჩეული იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფკომიტეტის თავჯდომარედ. მისი ინიციატივით 1964 წელს კინდღში, ინსტიტუტის ბაზაზე, გაიხსნა ბანაკი სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის. იგი მუშაობდა გეოლოგია-ბიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად და სტუდენტებს ხელმძღვანელობდა ყირიმში (იალტა), პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში. წლების განმავლობაში მუშაობდა ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. მიღებული ჰქონდა არაერთი მადლობა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-57-58
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

