| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ქორჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა. იყო მექანიზატორი. მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი, როგორც იშვიათი (იმ წლებისთვის) და სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი პროფესიის მქონე, ფრონტზე არ წაიყვანეს და ზურგში დატოვეს სამუშაოდ. მან კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთი სამთავრობო ჯილდოს, ორდენის, მედლის თუ საპატიო სიგელის კავალერი გახდა, მათ შორის დააჯილდოეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ქ. მოსკოვი) მედლით. მან საყოველთაო ენერგეტიკული კრიზისის დროს გააკეთა მიკროელექტროსადგური, რისი ენერგიითაც უსასყიდლოდ ამარაგებდა როგორც ოჯახს, ისე სოფლის სკოლას და კოლმეურნეობის ადმინისტრაციულ შენობას. მუშაობდა ქიწნისის საბჭოთა მეურნეობაში ჯერ მუშად, შემდეგ მექანიზატორად, იყო კომკავშირული უჯრედის მდივანი, ინჟინერ-მექანიზატორი, ძევერის კოლმეურნეობაში უფროსი მექანიზატორი, ინჟინერმექანიკოსი, ინსტრუქტორ-მასწავლებელი პენსიაზე გასვლის შემდეგ. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.59-61 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

