| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ქურდოვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 1972 წელს. თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობდა პარტიულ თუ სამეურნეო სფეროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ინსრუქტორად პარტიის გორის რაიონულ კომიტეტში, "სოფტექნიკაში", "საქსოფლდამზადების" შემფუთავ ქარხანაში, სოფ. ვარიანის საბჭოთა მეურნეობაში პარტიული კომიტეტის მდივნად, ქ. გორის "საზკვების" ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელად, გორის რაიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადების სისტემაში და ა.შ. მუშაობის პარალელურად, სისტემატიურად იმაღლებდა პროფესიულ კვალიფიკაციას, რაზედაც მეტყველებს მის მიერ მიღებული მოწმობები: "მენეჯერი, ბიზნესი და მართვის პრაქტიკული ფსიქოლოგია" (ქ. რიგა), 1990 წ. და "სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სისტემის ეკონომიკისა და ორგანიზაციის მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები" (ქ. რიაზანი, 1974წ.). ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო სპორტით, კერძოდ ჭიდაობით, და სხვადასხვა შეჯიბრებებში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად მიღებული ჰქონდა სპორტული თანრიგი და სიგელები. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა არაერთი სიგელი, დიპლომი, მადლობა და ფულადი პრემია. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.62-63
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

