The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მუნჯიშვილი

ზაზა მუნჯიშვილი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1992  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ხიდისთავის №15 პროფტექნიკურ სასწავლებელი 1983 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა გორის ეკონომიკური ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

1984-1986 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1986 -1988 წლებში მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში, პარალელურად სწავლობდა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1988-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასაუწყებო დაცვის სამმართველოში. საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებისთანავე ჩაირიცხა გორის მე-11 ბატალიონში, იყო ოცმეთაური. 1991 წლის ივნისიდან გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე. დაიღუპა 1992 წლის 21 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.314; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: