| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა მუნჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ხიდისთავის №15 პროფტექნიკურ სასწავლებელი 1983 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა გორის ეკონომიკური ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1984-1986 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1986 -1988 წლებში მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში, პარალელურად სწავლობდა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1988-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასაუწყებო დაცვის სამმართველოში. საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებისთანავე ჩაირიცხა გორის მე-11 ბატალიონში, იყო ოცმეთაური. 1991 წლის ივნისიდან გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე. დაიღუპა 1992 წლის 21 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.314; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

