The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო ელბაქიძე

ლეო ელბაქიძე
Legal name:ლევან ელბაქიძე
Date of birth:7 April, 1932
Date of death:8 November, 2002  (at 70 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქალაქის, ისე რესპუბლიკური მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებებში და არაერთ წარმატებასაც მიაღწია, რაზედაც მეტყველებს მის მიერ მიღებული სპორტული თანრიგები, პრიზები, დიპლომები, სიგელები და სხვა ჯილდოები თუ პრემიები. თამაშობდა კალათბურთს, ბილიარდს, ჭადრაკს, იყო შესანიშნავი მოფარიკავე (საქართველოს ჩემპიონი 1953 წელს). ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მოფარიკავეთა სპორტულ სექციას, რაც არ მიუტოვებია ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სპორტულ ორგანიზაციებში, სპორტული მაღაზიის გამგედ, საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს "გორვაჭრობის" სისტემაში, მშენებლობის სამინისტროს N3 ტრესტში და ა.შ.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.12-14


Share: