| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მირზიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რჩება ფიზიოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ, ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და შემდეგ დოცენტად. სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა კონსერვატორია ვოკალის განხრით (პროფესორ ქაშაკაშვილის კლასი). მუშაობდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მიჰყავდა ექსპერიმენტული ქირურგიის კურსი; გამოცემული ჰქონდა 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), პროფესორი. ფიზიოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.230-231
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

