| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი რუბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანანური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბორჯომის ჩამომსხმელ საამქროში ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ მექანიკური საამქროს ხელმძღვანელად. მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. თანმიმდევრულად გაიარა ინსტიტუტში არსებული თითქმის ყველა თანამდებობა "სტანდარტიზაციისა და ნორმალიზაციის" განყოფილების უფროსობამდე, სადაც მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. მისი ვიზისა და ნებართვის გარეშე ვერცერთი ოფიციალური ტექნიკური ხასიათის საბუთი (ანგარიში, ტექნიკური აღწერილობა, ტექნიკური თუ მუშა პროექტი, საექსპორტო დასკვნა, სახელმწიფო კომისიების აქტები და ა.შ.) ვერ გასცდებოდა ინსტიტუტის ფარგლებს. ნაყოფიერი შრომისათვის მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მრავალი დიპლომი, სიგელი, მადლობა და ფულადი პრემია. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.40-43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

