| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დალი რუბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ანანური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბორჯომის ჩამომსხმელ საამქროში ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ მექანიკური საამქროს ხელმძღვანელად. მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. თანმიმდევრულად გაიარა ინსტიტუტში არსებული თითქმის ყველა თანამდებობა "სტანდარტიზაციისა და ნორმალიზაციის" განყოფილების უფროსობამდე, სადაც მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. მისი ვიზისა და ნებართვის გარეშე ვერცერთი ოფიციალური ტექნიკური ხასიათის საბუთი (ანგარიში, ტექნიკური აღწერილობა, ტექნიკური თუ მუშა პროექტი, საექსპორტო დასკვნა, სახელმწიფო კომისიების აქტები და ა.შ.) ვერ გასცდებოდა ინსტიტუტის ფარგლებს. ნაყოფიერი შრომისათვის მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მრავალი დიპლომი, სიგელი, მადლობა და ფულადი პრემია. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.40-43 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

