| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო შავგულიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1980 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის გადაცემის პრობლემათა ინსტიტუტის დოქტურანტურა 1991 წელს. 1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1980-1995წწ. ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრა ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1995-2006წწ. ციფრული კავშირის თეორიის კათედრა, კათედრის გამგე; 2006-2021წწ. ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2007-2008წწ. ნატოს "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" პროგრამის საინფორმაციო და კომუნიკაციების უსაფრთხოების პანელის ასოცირებული წევრი; რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე RA-2015 და RA-2019 არჩეული ვიყავი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ტერესტრიალური სერვისები) თავმჯდომარის მოადგილე; 1993-2023 წლებში იკავებდა სხვადასხვა კვლევით პოზიციებს შვედეთის ლინჩოპინგსა და ლუნდის, გერმანიის დარმშტადტის, კონსტანცის და ულმის; დანიის ლინბიუს და დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტებში; 2024 წელს 4 წლის ვადით არჩეულია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფის (სამეცნიერო სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (ქართულ და უცხოურ ენებზე). მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

