| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ ქორჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი კვათანა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს. მუშაობდა აბაშის რაიონის გამომძიებლად, მოსამართლედ, ფოთის პროკურორად (1929 წლამდე); თბილისის სასამართლოს თავმჯდომარედ (1931 წლამდე); 1936 წლიდან იყო ხარაგაულის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1938-1940წწ. ჯანდაცვის სამინისტროს გიორგი ელიავას სახელობის თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ომის დროს საქართველოს ჰოსპიტლების გაერთიანების ხელმძღვანელი; 1953-1968წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1953). მას ჰქონდა შექმნილი საკუთარი წამალი (სითხის სახით) სახელწოდებით "რპქ" (რაჟდენ პავლეს ძე ქორჩილავა) - გამოიყენებოდა ეგზემის, ფსორიაზის, კანის დაავადებების დროს და სხვა. ექიმი-ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.283-284
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

