The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაჟდენ ქორჩილავა

რაჟდენ ქორჩილავა
Date of birth:2 May, 1893
Date of death:9 February, 1968  (at 74 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი კვათანა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს.

მუშაობდა აბაშის რაიონის გამომძიებლად, მოსამართლედ, ფოთის პროკურორად (1929 წლამდე); თბილისის სასამართლოს თავმჯდომარედ (1931 წლამდე); 1936 წლიდან იყო ხარაგაულის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1938-1940წწ. ჯანდაცვის სამინისტროს გიორგი ელიავას სახელობის თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ომის დროს საქართველოს ჰოსპიტლების გაერთიანების ხელმძღვანელი; 1953-1968წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1953). მას ჰქონდა შექმნილი საკუთარი წამალი (სითხის სახით) სახელწოდებით "რპქ" (რაჟდენ პავლეს ძე ქორჩილავა) - გამოიყენებოდა ეგზემის, ფსორიაზის, კანის დაავადებების დროს და სხვა. ექიმი-ქირურგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.283-284


Share: