| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ხარშილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაცარგორა, ხაშურის რაიონი. დაწყებითი და საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის პროფტექნიკუმში. დაამთავრა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი. მოღვაწეობა დაიწყო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის პირველი რიგის საქსოვ ფაბრიკაში, პარალელურად სწავლას განაგრძობდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. მალე, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს, მიანდეს კომბინატის მეორე რიგის საქსოვ ფაბრიკაში 80-მდე ახლადშეძენილი საქსოვი დაზგის მონტაჟი, გაწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება. კარგად ერკვეოდა დარგის ტექნიკური ბაზისა და ახალი ტექნოლოგიური სისტემების ტექნიკურ ნიუანსებში. დაჯილდოებული იყო გამომგონებლობის ნიჭით. წარმოებაში დანერგა არაერთი რაციონალიზატორული წინადადება, მათ შორის, "საქსოვ დაზგებზე ბუფერული ღვედების დამაგრების ახალი მეთოდი და მოწყობილობა", რამაც მნიშვნელოვანი ეფექტი მოუტანა წარმოებას. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: "სოცშეჯიბრში გამარჯვებული" (1973, 1976, 1978), "მე-9 ხუთწლედის დამკვრელი", მედალი "ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის", "კომუნისტური შრომის დამკვრელი ", "საპატიო სიგელი" (1972) და მრავალი მადლობა. მისი წარმატებული შრომითი მოღვაწეობის შესახებ მონაცემები შეტანილია ი. ბერძენიშვილის წიგნში "გორული ქსოვილის ოსტატები" (1965). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. გორის ელექტრომეურნეობის სისტემაში, კულტურის სასახლეში და სხვა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.54-55
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

