| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარსაბი ქრისტესიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის საამშენებლო სასწავლებელი (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) მშენებელი ინჟინრის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეუერთდა გორელ მშენებელთა იმ ჯგუფს, რომელმაც ომის შემდგომ პერიოდში შექმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური შენობები და კომპლექსები. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა უკრაინაში. ომის დასრულების შემდეგ თავისი შრომითი მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი გაატარა გორის N9 საამშენებლო ტრესტში მშენებელი ინჟინრის სტატუსით. პარალელურად, იგი ეწეოდა საპროექტო საქმიანობას და აქტიურად იყო ჩართული პარტიის საქალაქო კომიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში. ბევრ შენობა-ნაგებობას ჩაუყარა საფუძველი, რომელთა შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019.-გვ.32-36
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

