| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეგნატე მენთეშაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაიბადა მღვდლის, ისააკ (ყარამან) მენთეშაშვილის ოჯახში. დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1886-1892 წლებში სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1892 წელსვე მღვდლად გამწესდა სოფელ უჯარმაში, შემდეგ ჯუგაანში და ქვემო მაჩხაანში. სამივე სოფელში პირველდაწყებითი სასწავლებლები გახსნა და ყველგან ყველა საგანს თითონ ასწავლიდა უსასყიდლოდ. 1892 წლის 24 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა. 1895 წლის 23 აპრილს ჯუგაანის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად განაწესეს და ამავე წლის 27 ნოემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 13 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წლის 5 მაისს და 1902 წლის 5 თებერვალს სკოლაში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადეს. 1904 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1908 წელს სიღნაღის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. 1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის 27 დეკემბერს ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 5 იანვარს ქვემო მაჩხაანის სასოფლო ბანკის ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წელს თბილისის ეპარქიალურ სასწავლებელში გადმოვიდა ეკონომად, 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, საგანგებოდ გაიარა უმაღლესი პედაგოგიური კურსები და რკინიგზის მე-10 სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლობა. მწერლობას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროსვე შეუდგა, 1897 წელს გაზეთ "ივერიაში"(№103), გამოქვეყნდა"ჩეხელი "შევარდენნი"). უმთავრესად, მოთხრობებსა და ამბებს წერდა ე. მ. და ე. მ-შვილის ხელმოწერით. მისი მოთხრობები გამოქვეყნებულია "ივერიაში", თარგმანები და წერილები "ცნობის ფურცელში", "კახეთის ხმაში", თანამშრომლობდა "ქართლშიც". ეგნატე მენთეშაშვილის მოთხრობა ("ღმერთმა მისცეს მაგიერი") განიხილა ივანე გომართელმა ("ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურა 1898 წელი", "კვალი", 1899, №1,2, 6, 7). ირაკლი მენთეშაშვილის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.213; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

