| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისაკ ტატულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფლავისმანი, გორის რაიონი. ქართული კერამიკისადმი სიყვარული ტატულაშვილების ოჯახში XIX საუკუნიდან მოდის. მამამ აზიარა თავის პროფესიას და მამაშვილის მჭიდროდ შეკრულმა ტანდემმა უამრავი კერამიკული შედევრი შესძინა ქართული ხელოვნების საგანძურს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლების თანხმობით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი მიავლინა მშობლიურ სოფელ ფლავისმანში მომავალი თაობებისათვის და ყველა მსურველისათვის ცოდნის გადასაცემად. სხვადასხვა წლებში ასევე მუშაობდა ბუღალტრად, "გორვაჭრობის" ინსპექტორად, გორის საკონსერვო ქარხანაში ბუღალტრად და ა.შ.; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მძიმე ჭრილობის გამო იგი მეორე ჯგუფის ინვალიდად დაუბრუნდა ოჯახს და ქალაქში კვლავ გააგრძელა სამსახური სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ სულ თან სდევდა კერამიკის სიყვარული. მიატოვა სამსახური და დაუბრუნდა მამის მიერ წამოწყებულ საქმიანობასა და სახელოსნოს. მისი ნამუშევრები გამოირჩეოდა ფერთა განსაკუთრებული გამით, სიფაქიზით, ხაზების სიმსუბუქით და ფორმების დახვეწილობით. მის მიერ შექმნილი დოქები, ხელადები, სამაწვნეები და სხვა მრავალი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი საერთო აღტაცებას იწვევდა მნახველთა შორის. მისი ხელოვნების დამფასებელნი იყვნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს დამსახურებული პიროვნებები. მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში, იყო მრავალი გამარჯვება, შექების წერილები, მადლობები, პრემიები და ა.შ. მხატვარი-კერამიკოსი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.71-73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

