The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისაკ ტატულაშვილი

ისაკ ტატულაშვილი
Date of birth:1914
Date of death:1993  (at 79 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფლავისმანი, გორის რაიონი.

ქართული კერამიკისადმი სიყვარული ტატულაშვილების ოჯახში XIX საუკუნიდან მოდის. მამამ აზიარა თავის პროფესიას და მამაშვილის მჭიდროდ შეკრულმა ტანდემმა უამრავი კერამიკული შედევრი შესძინა ქართული ხელოვნების საგანძურს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლების თანხმობით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი მიავლინა მშობლიურ სოფელ ფლავისმანში მომავალი თაობებისათვის და ყველა მსურველისათვის ცოდნის გადასაცემად. სხვადასხვა წლებში ასევე მუშაობდა ბუღალტრად, "გორვაჭრობის" ინსპექტორად, გორის საკონსერვო ქარხანაში ბუღალტრად და ა.შ.; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მძიმე ჭრილობის გამო იგი მეორე ჯგუფის ინვალიდად დაუბრუნდა ოჯახს და ქალაქში კვლავ გააგრძელა სამსახური სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ სულ თან სდევდა კერამიკის სიყვარული. მიატოვა სამსახური და დაუბრუნდა მამის მიერ წამოწყებულ საქმიანობასა და სახელოსნოს. მისი ნამუშევრები გამოირჩეოდა ფერთა განსაკუთრებული გამით, სიფაქიზით, ხაზების სიმსუბუქით და ფორმების დახვეწილობით. მის მიერ შექმნილი დოქები, ხელადები, სამაწვნეები და სხვა მრავალი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი საერთო აღტაცებას იწვევდა მნახველთა შორის. მისი ხელოვნების დამფასებელნი იყვნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს დამსახურებული პიროვნებები. მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში, იყო მრავალი გამარჯვება, შექების წერილები, მადლობები, პრემიები და ა.შ. მხატვარი-კერამიკოსი.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.71-73

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: