| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ტატულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობით. მის ოჯახში უდიდეს პატივს მიაგებდნენ კულტურასა და ხელოვნებას, განსაკუთრებით კი კერამიკას და კერამიკოსობას. მან აირჩია კერამიკა. თავისუფალ დროს ატარებდა მამისა და პაპის მიერ შექმნილ სახელოსნოში. ტატულაშვილების სახელოსნოს ხშირად სტუმრობდნენ კულტურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, მხატვრები თუ კერამიკის დიდოსტატები. აკადემიის დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს იქვე ხელი მოეკიდა პედაგოგობისათვის და აღეზარდა მომავალი თაობები. პედაგოგობის პარალელურად, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. იყო 25-ზე მეტი საერთაშორისო გამოფენის, რესპუბლიკურ და საკავშირო (სსრკ) ფორუმების მონაწილე. 1962 წელს, პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე, ომარ ტატულაშვილმა დაიმსახურა საპატიო დიპლომი. მისი რჩეული ნამუშევრები ინახება ქ. მოსკოვში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. მხატვარი-კერამიკოსი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.74-76 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

