The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლია ფუტკარაძე

ოლია ფუტკარაძე
Date of birth:27 December, 1914
Date of death:7 September, 1981  (at 66 years)
Category:Medical Doctor, Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1937 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებული იქნა გორში ექიმ-პედიატრად. მუშაობდა სამხერხაო ქარხანასთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ექიმად. კითხულობდა ლექციებს გორის სამედიცინო ტექნიკუმში სპეციალიზაციით: "ბავშვთა სნეულებანი". 1954 წელს გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; მუშაობა დაიწყო გორის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმ თერაპევტად, შემდეგ გორის რაიონულ საავადმყოფოს ექიმ-თერაპევტად. 1962 წელს მიენიჭა ჯერ II კატეგორიის ექიმის, შემდეგ I კატეგორიის ექიმის წოდება. 1964 წლიდან ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს - "ავადმყოფის მოვლა" ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.76-79

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Share: