| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ძველაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლის ბიოლოგიის ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა სკოლის პირველი დირექტორი. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის სკოლის დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე N4 სკოლის წარმატებულ მუშაობაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი დირექტორი. გამოირჩეოდა უნივერსალური ცოდნით. ახლო კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცნიერთან, ივანე ბერიტაშვილთან. მათ ჰქონდათ რამდენიმე ერთობლივი სამეცნიერო შრომა ბიოლოგიის დარგში. დაჯილდოებული იყო ორდენით, მრავალი მედლით, სიგელით, წოდებით და ა.შ. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.94-97 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

