The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაური ბეჟანიშვილი

ზაური ბეჟანიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 2017  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ სვენეთის სასაფლაო, გორის რაიონი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი სამთო ტექნიკოს-ელექტრიკოსის სპეციალობით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს.

მუშაობა დაიწყო გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში, "ნიიავტომატპრომში". წლების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული ურთულესი თეორიული და პრაქტიკული სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაში. გაიარა თითქმის ყველა თანამდებობრივი საფეხური ლაბორანტიდან პირველი კატეგორიის ინჟინრამდე. მუშაობის პარალელურად, დაუსწრებლად გააგრძელა სწავლა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში. მე-3 კურსიდან საბუთები გადმოიტანა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების ფილიალში. ამ მომენტიდან დაიწყო მისი შრომითი ბიოგრაფია, მუშაობდა:"საქმთავარენერგოს" გორის ქვესადგურების ჯგუფის უფროსად; შემდეგ იქვე სამსახურის უფროსი; მთავარი ინჟინერი; "მთავარენერგოს" გორის ქსელების დირექტორი; მთავარი სპეციალისტი; მთავარი ინჟინრის მოადგილე; ისევ მთავარი სპეციალისტი; შემდეგ განმეორებით - მთავარი ინჟინრის მოადგილე და სხვა. 2004 წლიდან პენსიაში გავიდა. ძირითადი სამუშაოს პარალელურად, იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ჯერ ქარელის ტექნიკუმში, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალში კითხულობდა ლექციებს. მიღებული აქვს უამრავი სიგელი, დიპლომი, მედალი, პრემია და ა. შ. ასევე, მადლობები და საპატიო სიგელები.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 8/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2020. -გვ.21-24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: