| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაური ბეჟანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი სამთო ტექნიკოს-ელექტრიკოსის სპეციალობით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში, "ნიიავტომატპრომში". წლების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული ურთულესი თეორიული და პრაქტიკული სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაში. გაიარა თითქმის ყველა თანამდებობრივი საფეხური ლაბორანტიდან პირველი კატეგორიის ინჟინრამდე. მუშაობის პარალელურად, დაუსწრებლად გააგრძელა სწავლა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში. მე-3 კურსიდან საბუთები გადმოიტანა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების ფილიალში. ამ მომენტიდან დაიწყო მისი შრომითი ბიოგრაფია, მუშაობდა:"საქმთავარენერგოს" გორის ქვესადგურების ჯგუფის უფროსად; შემდეგ იქვე სამსახურის უფროსი; მთავარი ინჟინერი; "მთავარენერგოს" გორის ქსელების დირექტორი; მთავარი სპეციალისტი; მთავარი ინჟინრის მოადგილე; ისევ მთავარი სპეციალისტი; შემდეგ განმეორებით - მთავარი ინჟინრის მოადგილე და სხვა. 2004 წლიდან პენსიაში გავიდა. ძირითადი სამუშაოს პარალელურად, იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ჯერ ქარელის ტექნიკუმში, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალში კითხულობდა ლექციებს. მიღებული აქვს უამრავი სიგელი, დიპლომი, მედალი, პრემია და ა. შ. ასევე, მადლობები და საპატიო სიგელები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 8/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2020. -გვ.21-24 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

