The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მაღულარია

ალექსანდრე მაღულარია
Other name:აღლარ-აღლარსანი  (Pseudonym)
მელითონი  (Pseudonym)
Date of birth:15 November, 1900
Date of death:1942  (at 41 years)
Category:Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის მაზრა. 

დაამთავრა ნაგომარის სამრევლო სკოლა 1909 წელს; აკეთის ორკლასიანი სასწავლებელი 1912 წელს; ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1921 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს.

მუშაობდა სტუდენტობის დროიდან თბილისის 54-ე სკოლაში მასწავლებლად, თბილისის საარტილერიო საწყობში საქმის მწარმოებლად, შიმშილობის შედეგებთან მებრძოლ კომიტეტში, გაზეთებში "ზარია ვოსტოკა" და "რაბოჩაია პრავდა"; 1924 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ "მუშის" რედაქციაში მთარგმნელად, შემდეგ რეპორტიორად; 1927 წლიდან იყო გაზეთ "მუშის" სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე; 1923 წელს თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში"; თანამშრომლობდა შემდეგ გაზეთებსა და ჟურნალებში: "მიწის მუშა", "ახალი სოფელი", "კოლექტივიზაცია", "შოლტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "პარტიული მშენებლობა", "მშრომელი ქალი", "წითელარმიელი" და სხვ.; მონაწილეობდა წიგნების შედგენა-გამოცემაში: "საქართველოს წითელი წიგნი", "შრომის გმირები" და "ბავშვთა უმწეობასთან ბრძოლა საქართველოში"; 1938 წელს დაინიშნა გაზეთ "მუშის" რედაქციის საერთაშორისო და საშინაო ინფორმაციის განყოფილების გამგედ. 1939 წლიდან გადაყვანილ იქნა გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში ჯერ სტილისტად, შემდეგ მის პასუხისმგებელ რედაქტორად; 1941 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ რადიოკომიტეტში საბავშვო რედაქციის პასუხისმებელ რედაქტორად, შემდეგ მთავარი რედაქტორის მოადგილედ; 1942 წლის თებერვლიდან იმყოფებოდა ფრონტზე, ქერჩში, საფრონტო გაზეთ "ბოევოი ნატისკის" თანამშრომლად, რისთვისაც დაჯილდოებული იქნა საპატიო სიგელით ფრონტის სარდლობის მიერ; 1942 წლის ივნისში, ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ალ. მაღულარია დანიშნულ იქნა რადიოკომიტეტის რედაქციის "უკანასკნელი ცნობების" პასუხისმგებელ მდივნად; 1942 წელს იგი დაპატიმრებულ და რეპრესირებულ იქნა; 1958 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია სიკვდილის შემდგომ. თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე ალ. მაღულარიას, სხვა სახის ნაწარმოებების გარდა, გამოქვეყნებული ჰქონდა 400-მე მეტი სატირულ-იუმორისტილი მოთხრობა "აღლარ-აღლარსანის", "მელითონის" და სხვა ფსევდონიმებით.


Share: