The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მეტეხელი

მიხეილ მეტეხელი
ოფიციალური სახელი:მიხეილ სიდამონიძე
სხვა სახელი:მიხა მეტეხელი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1915
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

მუშათა პირველი ჟურნალ "მუშას" შემდგენელ-გამომცემელი. 1887 წელს თბილისის მუშებმა საკუთარი ჟურნალი "მუშა" დააარსეს და მის რედაქტორად მიხეილ მეტეხელი მიიწვიეს, როგორც ხელით გადამწერი და მხატვარი (ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა ხუთ ცალად, თითო ცალი 100 მუშას უნდა წაეკითხა). პირველ წელიწადს გამოსცა სულ 6 ნომერი (ზაქარია ჭიჭინაძისაგან ნაჩუქარი ერთად აკინძული ეს 6 ნომერი, ვარლამ ჩერქეზიშვილმა ლონდონის მუზეუმს გადასცა, სადაც ქართულ განყოფილებაშია დაცული. 1905 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა აღწერა ჟურნალ "მოამბეში" № 8). მისი თანამშრომელნი იყვნენ: მიხა ჩოდრიშვილი, არაქელ ოქუაშვილი, ვანო ქურთიშვილი, აბრამ ცქიმანაური, ივანე დოლმაზაშვილი ("ქართველის" ფსევდონიმით), პეტრე პეტრიაშვილი, გრ. ბასილაშვილი ("ნორიელი სლესარი"), ეფრემ მაისურაძე ("ოყალი ჯადო"), გ. დიაროვი (დორელი) და ზაქარია ჭიჭინაძე. ჟურნალში წერილები მხოლოდ მუშათა ყოფა-ცხოვრების შესახებ ქვეყნდებოდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.268


გააზიარე: