| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მეტეხელი![]()
Biographyმუშათა პირველი ჟურნალ "მუშას" შემდგენელ-გამომცემელი. 1887 წელს თბილისის მუშებმა საკუთარი ჟურნალი "მუშა" დააარსეს და მის რედაქტორად მიხეილ მეტეხელი მიიწვიეს, როგორც ხელით გადამწერი და მხატვარი (ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა ხუთ ცალად, თითო ცალი 100 მუშას უნდა წაეკითხა). პირველ წელიწადს გამოსცა სულ 6 ნომერი (ზაქარია ჭიჭინაძისაგან ნაჩუქარი ერთად აკინძული ეს 6 ნომერი, ვარლამ ჩერქეზიშვილმა ლონდონის მუზეუმს გადასცა, სადაც ქართულ განყოფილებაშია დაცული. 1905 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა აღწერა ჟურნალ "მოამბეში" № 8). მისი თანამშრომელნი იყვნენ: მიხა ჩოდრიშვილი, არაქელ ოქუაშვილი, ვანო ქურთიშვილი, აბრამ ცქიმანაური, ივანე დოლმაზაშვილი ("ქართველის" ფსევდონიმით), პეტრე პეტრიაშვილი, გრ. ბასილაშვილი ("ნორიელი სლესარი"), ეფრემ მაისურაძე ("ოყალი ჯადო"), გ. დიაროვი (დორელი) და ზაქარია ჭიჭინაძე. ჟურნალში წერილები მხოლოდ მუშათა ყოფა-ცხოვრების შესახებ ქვეყნდებოდა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.268
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

