The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა სხირტლაძე

შოთა სხირტლაძე
Date of birth:1939  (87 years)
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობად დაიწყო მუშაობა; პარალელურად ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანხნთლებლო სასწავლებელში პედაგოგობდა; 5 წლის შემდეგ საქმიანობა თეატრალურ ინსტიტუტში, სასცენო მომრაობის კათედრაზე განაგრძო; თეატრისა და ინსტიტუტის პარალელურად მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; პირველად ეკრანზე ეპიზოდური როლით გამოჩნდა – კინოფილმ "დღე უკანასკნელი დღე პირველი", შემდგომ "ხევისბერი გოჩა"; ფილმზე მუშაობის დროს საბრძოლო და ბატალური სცენების დადგმასაც ხელმძღვანელობდა; ოცდაათამდე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის "მაცი ხვიტია" და "ხევსურული ბალადა"; შ. სხირტლაძე მოძრაობის და ბატალური სცენების დამდგმელ-რეჟისორად მიწვეული იყო: სანქტ-პეტერბურგის, ანკარის, ტრაპზონის, სოხუმის, ცხინვალის და თბილისის სხვადასხვა თეატრში; 1996-2010 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ანკარაში, ბილქენტის უნივერსიტეტში, მუსიკისა და სასცენო ხელოვნების ფაკულტეტზე საასცენო მოძრაობის, ფარიკაობის და ეტიკეტის პედაგოგად იყო მწვეული; თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ასწავლის თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი.

წყარო: სასცენო მოძრაობის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვანელო / შოთა სხირტლაძე.-თბ.,2014.-გვ.92; სად შოულობენ შოთა სხირტლაძე და მისი მეგობრები ფულს ჩხუბით და როგორ სძლია მან შიში სიბრაზით : ინტერვიუ / შოთა სხირტლაძე; ესაუბრა მარიკა ხიდურელი // თბილისელები.-თბილისი, 2010.-1987-569X 4-10 ოქტომბერი, N40(510).- გვ.50


Share: