| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეჟან ბარჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა ადიგენის რაიონის ეპიდემიოლოგად; რაიონის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად; 1961-1972წწ. თბილისში სპ. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989-1993წწ. ამავე ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის განყოფილების გამგედ, 1989-1993წწ. დირექტორად; შემუშავებული ჰქონდა ახალი რეკომენდაციები ვისცერული და კანის ლეიშმანიოზების მკურნალობაზე (დაინერგა ინსტიტუტის კლინიკაში). მიღებული ჰქონდა 2 საავტორო მოწმობა. მის მიერ პირველად იქნა შესწავლილი ჩვენში ლეიშმანიების სტრუქტურა სკენირებული მეთოდით და მასზე სოლუცურმინის მოქმედების ულტრასტრუქტურა. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობაში პირველმა გამოავლინა ლაზერის სხივის მოქმედების ეფექტურობა. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი (1983). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.334-335
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

