| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ბარჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა ადიგენის რაიონის ეპიდემიოლოგად; რაიონის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად; 1961-1972წწ. თბილისში სპ. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989-1993წწ. ამავე ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის განყოფილების გამგედ, 1989-1993წწ. დირექტორად; შემუშავებული ჰქონდა ახალი რეკომენდაციები ვისცერული და კანის ლეიშმანიოზების მკურნალობაზე (დაინერგა ინსტიტუტის კლინიკაში). მიღებული ჰქონდა 2 საავტორო მოწმობა. მის მიერ პირველად იქნა შესწავლილი ჩვენში ლეიშმანიების სტრუქტურა სკენირებული მეთოდით და მასზე სოლუცურმინის მოქმედების ულტრასტრუქტურა. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობაში პირველმა გამოავლინა ლაზერის სხივის მოქმედების ეფექტურობა. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი (1983). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.334-335
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

