The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან ბარჯაძე

ბეჟან ბარჯაძე
Date of birth:25 May, 1931
Date of death:15 April, 1993  (at 61 years)
Burial location:სოფელ თამარაშენის სასაფლაო, ქარელის მუნიციპალიტეტი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა ადიგენის რაიონის ეპიდემიოლოგად; რაიონის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად; 1961-1972წწ. თბილისში სპ. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989-1993წწ. ამავე ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის განყოფილების გამგედ, 1989-1993წწ. დირექტორად; შემუშავებული ჰქონდა ახალი რეკომენდაციები ვისცერული და კანის ლეიშმანიოზების მკურნალობაზე (დაინერგა ინსტიტუტის კლინიკაში). მიღებული ჰქონდა 2 საავტორო მოწმობა. მის მიერ პირველად იქნა შესწავლილი ჩვენში ლეიშმანიების სტრუქტურა სკენირებული მეთოდით და მასზე სოლუცურმინის მოქმედების ულტრასტრუქტურა. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობაში პირველმა გამოავლინა ლაზერის სხივის მოქმედების ეფექტურობა. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი (1983).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.334-335


Share: