The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კლარა ხოჭოლავა

კლარა ხოჭოლავა
Date of birth:1909
Date of death:1988  (at 79 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული საავადმყოფოს ექთნად, ხოლო თსსის დამთავრების შემდგომ იქვე განაგრძო ქირურგად მუშაობა; 1939-1940წწ. მოხალისედ წავიდა სსრკ-ფინეთის ომში; 1941-1945წწ. იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომში, ჯერ ფეხოსანი დივიზიის სანიტარული ბატალიონის საოპერაციო ბლოკის, შემდეგ - სამედიცინო სანიტარული ბატალიონის წამყვანი ქირურგი გახდა; 51-ე გვარდიის დივიზია, რომლის ქირურგიც იყო აქტიურად ჩაერთო სტალინგრადის ბრძოლებში; იბრძოდა კურსკთან, ორიოლთან, ბელგოროდთან, უკრაინაში, ბალტიისპირეთში; 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; სარაიონო და საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, გვარდიის თადარიგის მაიორი, დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.336-337; მებრძოლთა დედა / მაყვალა მრევლიშვილი // სამშობლოს ხმა :უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტუტურული კავშირის საქართველოს  საზოგადოების გამოცემა .- 1965.- სექტემბერი.- № 14 (132).-გვ.4-5; კლარა ხოჭოლავა : საქ. სსრ დამსახურებული ექიმი. ნეკროლოგი. 1909 - 1988 //თბილისი, 1988.- 27 აპრილი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • საპატიო რკინიგზელი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: