The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჭანტურია

რევაზ ჭანტურია
Date of birth:10 June, 1936
Date of death:14 October, 1990  (at 54 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Inventor, Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის 1960 წელს.

1961-1962წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის ტუბდისპანსერში - ქირურგად და ექიმ ფთიზიატრად, შემდეგ გადავიდა ამავე რაიონის სოფელ დუისის ამბულატორიის გამგედ (1962); 1962-1964წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს, შემდეგ კი პოლიკლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგად, რუსთავის სადღეღამისო ტრავმატოლოგიური პუნქტის გამგედ; აქვე -ტრავმატოლოგიური პუნქტის ქირურგ-ტრავმატოლოგად (1964-1966); 1966-1967წწ. იყო თბილისის ცენტრალური სასწრაფო დახმარების სადგურის შოკის ბრიგადის ექიმი-ქირურგი; 1967-1970წწ. თბილისის N3 სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1970-1985წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ექიმი-ორდინატორი; აქვე - მეორე ქირურგიული განყოფილების ექიმი-ქირურგი (1980-1990); 1980-1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 30 სამეცნიერო ნაშრომის და 2 გამოგონების ავტორი. მისი ნაშრომები ეხება პრაქტიკული ქირურგიის მნიშვნელოვან საკითხებს. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქირურგიული კონფერენციებისა და ყრილობების მუშაობაში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1983).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.368-369


Share: